საერთაშორისო ღონისძიებები

ნისის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი - საერთაშორისო საზაფხულო პროგრამა სტუდენტებისთვის 2024

2024 წლის 1-12 ივლისს ნისის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (University of Applied Sciences in Nysa - UAS in Nysa) (ნისა, პოლონეთი) ორგანიზებას უკეთებს საერთაშორისო საზაფხულო პროგრამას სტუდენტებისთვის.

სტუდენტებისთვის საზაფხულო პროგრამაში გათვალისწინებულია 4 ECTS კრედიტი;  40 საკლასო საათი, კომპანიაში ვიზიტები, ინტეგრაცია და კულტურული პროგრამა. საზაფხულო პროგრამის მიზანია სტუდენტების პერსონალური განვითარება ბიზნესის, მენეჯმენტისა და IT მიმართულებებით, შესაბამისად, პროფესიულ აკადემიურ კურსების გავლასთან ერთად წარმოდგენილი იქნება კულტურული და ბიზნესთან დაკავშირებული აქტივობები.

საერთაშორისო საზაფხულო პროგრამაში მონაწილეობის გადასახადია 999 ევრო, რომელიც სრულად ფარავს აკომოდაციას (31 მაისამდე გადახდის შემთხვევაში), კვებას, საკლასო მეცადინეობებს, სოციალურ-კულტურულ აქტივობებს. ერთი უნივერსიტეტიდან 5-ზე მეტი რაოდენობის სტუდენტის მონაწილეობის შემთხვევაში შესაძლებელია გარკვეული ფასდაკლება.

პროგრამის აკადემიური კურსებია:
  • საერთაშორისო სტრატეგიული მენეჯმენტი 
  • საერთაშორისო ფინანსური მენეჯმენტი
  • საერთაშორიოს ბიზნესის ანალიტიკა
  • უცხოური პირდაპირი ინვესტირების ზეგავლენა ეკონომიკურ ზრდაზე
  • გლობალური საკითხები (დოციალური, ეკონომიკური გარემო)
  • კროს-კულტურული კომუნიკაცია
  • ჯანდაცვა და პირადი კეთილდღეობა
  • მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი
  • მდგრადი ენერგეტიკის მენეჯმენტი
ელ.ფოსტა კონტაქტისთვის: ico@pans.nysa.pl