საერთაშორისო ღონისძიებები

საჯარო ლექცია "კიბოს მკურნალობა რადიოთერაპიის ინოვაციური მეთოდებით"

2024 წლის 15 მაისს, 17:00 სთ., ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში (107-ე აუდიტორია) ჩატარდება საჯარო ლექცია: "კიბოს მკურნალობა რადიოთერაპიის ინოვაციური მეთოდებით". საჯარო ლექციას წაიკითხავს საფრანგეთის პარიზ-საკლეს უნივერსიტეტისა (Université Paris-Saclay) და CNRS-ის ორსეს მოლეკულური კვლევების ინსტიტუტის პროფესორი სანდრინ ლაკომბი (Sandrine LACOMBE).

საგულისხმოა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით კიბოს დაავადება სიკვდილიანობის მეორე მიზეზია გლობალურად. 2018 წლის მონაცემებით კიბოთი გამოწვეული იყო სიკვდილიანობის დაახლოებით 9.6 მილიონი შემთხვევა. კიბოს მკურნალობის ძირითადი მეთოდებია ქირურგია და ქიმიოთერაპია. რადიოთერაპიის გამოიყენება მკურნალობაში დაახლოებით 50%-ს შეადგენს. მნიშვნელობანი ტექნოლოგიური გაუმჯობესების მიუხედავად, მკურნალობის წარმართვას ხშირად ხელს უშლის ინვიდუალური მიდგომის ნაკლებობა, რაც ამცირებს მკურნალობის ეფექტურობას. ამჟამად მუშავდება კიბოს მკურნალობის ახალი სტრატეგია, რომელიც ეფუძნება რადოთერაპიისა და ნანომედიცინის კომბინირებულ მეთოდებს. ამ ახალ მიდგომას შეუძლია ჯიბოს მკურნალობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება

პროფ. სანდრინ ლაკომბი 2024 წლამდე გახლდათ პარიზ-საკლეს უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ სტუ-სა და პარიზ-საკლეს უნივერსიტეტს შორის მჭიდრო თანამშრომლობა სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო კუთხით ათეულ წელს ითვლის, ხოლო ფრანგული უნივერსიტეტის კოორდინატორობით სტუ-ში მიმდინარე Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში არაერთმა სტუდენტმა და აკადემიურმა თუ ადმინისტრაციულმა თანამშრომელმა წარმატებით ისარგებლა მობილობით.