საერთაშორისო ღონისძიებები

ESN-ის წარმომადგენლები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

2024 წლის 15 აპრილს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა „ერასმუსის სტუდენტურ ქსელ საქართველოს“ წარმომადგენლებს უმასპინძლა.  შეხვედრას საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლები, მარიკა ზვიადაძე და ნინო ჟიჟილაშვილი ესწრებოდნენ. 

ორგანიზაციის პრეზიდენტმა თინათინ წერეთელმა და განათლების მიმართულების გუნდის მოხალისემ, დავიდ აშორთიანმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს თავიანთი გუნდის საქმიანობა გააცნეს, სტუდენტური ორგანიზაცია Erasmus Student Network (ESN) Georgia-ს პრეზენტაცია წარუდგინეს და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. სტუდენტები დაინტერესდნენ პრაქტიკული საკითხებით სხვადასხვა ქვეყნის რეგულაციებთან დაკავშირებით, კრედიტების აღიარების პრობლემით, კულტურული პროგრამებითა თუ სხვა საკითხებით. თინათინ წერეთელმა და დავიდ აშორთიანმა სტუდენტების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს.  

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტურ ორგანიზაცია Erasmus Student Network (ESN) Georgia-სთან წლებია, აქტიურად და ნაყოფიერად თანამშრომლობს.  ESN მოხალისეობრივ საწყისებზე დაფუძნებული საერთაშორისო სტუდენტური ორგანიზაციაა, რომელიც 44 ქვეყანაში 530-ზე მეტი სექცია აქვს. საქართველოში აღნიშნულ ქსელს ESN თბილისის სექცია წარმოადგენს. შექმნის დღიდან, მათი მთავარი მისია საერთაშორისო სტუდენტების ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა და ქართველი ახალგაზრდებისთვის ერასმუს+ გაცვლითი პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა, პრინციპით "სტუდენტები ეხმარებიან სტუდენტებს”.