ორშაბათს, 15 აპრილს, 14:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გიორგი ნიკოლაძის სახელობის დარბაზში, გაიმართება შეხვედრა ერასმუსის სტუდენტთა ქსელის (ESN) წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე დასასწრებად ვიწვევთ სტუდენტებს, რომლებიც ამ ეტაპზე ან მომავალში გეგმავენ ერაზმუსის პროექტში მონაწილეობას, ან უკვე მიღებული აქვთ ასეთი გამოცდილება ევროპის რომელიმე ქვეყანაში.
ერასმუსის სტუდენტთა ქსელი (ESN) მოხალისეობრივ საწყისებზე დაფუძნებული საერთაშორისო სტუდენტური ორგანიზაციაა, რომელიც 44 ქვეყანაში 530-ზე მეტი სექციითაა წარმოდგენილი.
საქართველოში აღნიშნულ ქსელს ESN თბილისის სექცია წარმოადგენს. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, შექმნის დღიდან, მათი მთავარი მისია საერთაშორისო სტუდენტების ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა და ქართველი ახალგაზრდებისთვის ერასმუს+ გაცვლითი პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა, პრინციპით "სტუდენტები ეხმარებიან სტუდენტებს”.