საერთაშორისო ღონისძიებები

რიგის ტექნიკური უნივერსიტეტი - საზაფხულო სკოლები ლატვიაში 2024

რიგის ტექნიკური უნივერსიტეტი (Riga Technical University) (რიგა, ლატვია) ქართველ სტუდეტებს სთავაზობს საზაფხულო სკოლებში მონაწილეობას.

2024 წლის საზაფხულო სკოლების ძირითადი მიმართულებებია კომპიუტერული ტექნოლოგიები, ენები და ლიდერობა.

იგეგმება ხუთი საზაფხულო სკოლის მოწყობა:  

ნანოფოტონიკა: მომავლის ახლოხედვა;
Swarm Master: დრონების ფლოტის მეთაურის სასწავლო ბანაკი;
შემდეგი | ახალგაზრდა მსოფლიო ლიდერების ბანაკი;
ინტენსიური ინგლისური და კულტურათაშორისი კომუნიკაცია;
ლატვიის ნაკვალევის დროის კაფსულა.

რიგის ტექნიკური უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.