1-ელ დეკემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდა თურქული დიასპორისა და მონათესავე ერების დირექტორატის (YTB) დელეგაცია.
თურქულ დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრაში, რომელიც სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა, სტუ-ს მხრიდან მონაწილობდნენ დეპარტამენტის თანამშრომელი, ასისტ. პროფ. ნინო ჟიჟილაშვილი, საერთაშორისო აკრედიტაციის ცენტრის კოორდინატორი ალექსანდრე ზედელაშვილი და სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ნინა მაისურაძე.
სამუშაო შეხვედრა საინფორმაციო ხასიათს ატარებდა და სტუმრებმა ქართველ კოლეგებს გააცნეს თურქეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული სასტიპენდიო პროგრამები ე.წ. "თურქეთის სტიპენდიები" ქართველი სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის. დელეგაციის წევრებმა ქართველ კოლეგებს ამომწურავი პასუხები გასცეს დასმულ შეკითხვებზე.
ქვეყნებს შორის სოციალური, კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაფართოვებისა და განვითარების მიზნით „თურქეთის სტიპენდიები“ უცხოელ სტუდენტების სთავაზობს თურქეთის ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სწავლას.
„თურქეთის სტიპენდიების“ პროგრამა მსოფლიოში ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მრავალკომპონენტიანი. იგი მოიცავს: უნივერსიტეტში ჩარიცხვას, ყოველთვიურ სტიპენდიას, სწავლის გადასახადს, ჯანმრთელობის დაზღვევას, საცხოვრებელს, თურქული ენის შესწავლას, თვითმფრინავის ბილეთს, უფასოდ სხვადასხვა სახის სამეცნიერო და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობას.
"თურქეთის სტიპენდიები" გაიცემა ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტებისთვისა და მკვლევრებისთვის.
დეტალური ინფორმაცია „თურქეთის სტიპენდიების“ პროგრამის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე