საერთაშორისო ღონისძიებები

ლა-კორუნიის უნივერსიტეტი - საერთაშორისო საზაფხულო სკოლა 2024

2024 წლის 15-26 ივლისს ლა-კორუნიის უნივერსიტეტი (Universidade da Coruña) (ლა კორუნია, ესპანეთი) ქართველ პროფესორ-მასწავლებლებს იწვევს საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.

მასპინძელი უნივერსიტეტი უზრუნველყოფს მონაწილეთა დაბინავებასა და კვებას.

სააპლიკაციო განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 11 დეკემბერი. შევსებული სააპლიკაციო ფორმა უნდა გადაიგზავნოს ელ.ფოსტაზე: iss@udc.es

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.