საერთაშორისო ღონისძიებები

emPLANT+ Erasmus Mundus სამაგისტრო პროგრამაზე მცენარეთა სელექციაში

ვენის ბუნებრივი რესურსებისა და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი (University of Natural Resources and Life Sciences - BOKU) (ვენა, ავსტრია) აცხადებს კონკურსს emPLANT+ Erasmus Mundus სამაგისტრო პროგრამაზე მცენარეთა სელექციაში.

EMJMD სამაგისტრო პროგრამა ორწლიანია, რომელსაც დაინტერესებულ სტუდენტებს სთავაზობს 6 ევროპული უნივერსიტეტისგან შემდგარი კონსორციუმი, შემდეგი მიმართულებებით: მცენარეთა სელექცია, მცენარეთა ბიოლოგია, მეთესლეობა და ბიოტექნოლოგია.

პროექტის კონსორციუმის წევრები არიან ვენის ბუნებრივი რესურსებისა და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი (University of Natural Resources and Life Sciences - BOKU) (ავსტრია), UniLaSalle პოლიტექნიკური ინსტიტუტი (Institut Polytechnique UniLaSalle) (საფრანგეთი), უნგრეთის აგრარული და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Hungarian University of Agriculture and Life Sciences) (უნგრეთი), შვედეთის აგრარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Swedish University of Agricultural Sciences) (შვედეთი), მილანის უნივერსიტეტი (Università Degli Studi di Milano) (იტალია) და ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (Universitat Politècnica de València) (ესპანეთი).

სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 9 იანვარი.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია და საინფორმაციო ფურცელი იხილეთ აქ.