კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (IMC University of Applied Sciences Krems - IMC Krems) (კრემსი, ავსტრია) ორგანიზებას უკეთებს მესამე საზაფხულო სკოლას.
ციფრული ბიზნესის ინოვაციების მესამე საზაფხულო სკოლა 2024 წლის 30 ივნისიდან 12 ივლისამდე გაიმართება.
ორი კვირის განმავლობაში პროფესიონალებისგან და ბაკალავრიატის საფეხურის საერთაშორისო სტუდენტებისგან შემდგარი მაქსიმუმ 25-კაციანი ჯგუფი (კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პარტნიორი დაწესებულებებიდან, სხვა უნივერსიტეტებიდან და საწარმოებიდან) დაესწრება ინტენსიურ პროგრამას, რომლის მიზანია კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის მაღალი ხარისხის აკადემიური და ინტერკულტურული გამოცდილების გაზიარება.
ავსტრიული მხარე აფინანსებს ღონისძიების ხარჯს. საზაფხულო სკოლის მონაწილე იხდის მხოლოდ მგზავრობისა და სასტუმროს თანხას.
დეტალური ინფორმაცია პროექტში მონაწილეობის შესახებ იხილეთ აქ.