სტუ-ში Erasmus+ საერთაშორისო დღეების აღსანიშნავად, რომელიც მიმდინარე წლის 9 – 14 ოქტომბერს ევროპის მასშტაბით აღინიშნა, Erasmus+ საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობის კვირეულის ფარგლებში, მიმდინარე წლის 23 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სწავლების და ტრეინინგის მიზნით სტუმრობდნენ პროექტის კოორდინატორი ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლები პოლონეთიდან და თურქეთიდან, სულ 5 კოლეგა პოლონეთიდან და 1 - თურქეთიდან: ასისტ. პროფ. იოლანტა ბარანი (Jolanta Baran), სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Silesian University of Technology), გლივიცე, პოლონეთი; პროფ. პიოტრ პაპლიცკი (Piotr Paplicki) და ასოც. პროფ. პაველ პიოტრ დვორაკი (Paweł Piotr Dworak), დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (West Pomeranian University of Technology), შჩეცინი, პოლონეთი; ასისტ. პროფ. ალექსანდრ ბოიკო (Oleksandr Boiko) და ასისტენტი ალექსანდრ ჩუდი (Aleksander Chudy), ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Lublin University of Technology), ლუბლინი, პოლონეთი და პროფ. ჰაკან ატეში (Hakan Ates), გაზის უნივერსიტეტი (Gazi University), ანკარა, თურქეთი.
კოორდინატორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა Erasmus+ მობილობის ხელშეწყობის კვირეულის ფარგლებში სტუ-ს ფაკულტეტებზე (ინფორმატიკა და მართვის სისტემები; ქიმიური ტექნოლოგიები და მეტალურგია; ენერგეტიკის ფაკულტეტი) ჩაატარეს ლექციები ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის, პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს თავიანთი უნივერსიტეტები. ასევე, გაიმართა სამუშაო შეხვედრები ქართველ კოლეგებთან საგანმანათლებლო და კვლევითი თანამაშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით.
ფაკულტეტებიდან მოწოდებული ინფორმაცია:
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი - „Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის კვირეულის ფარგლებში 2023 წლის 23-27 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვიენ პოლონელი პროფესორი პაველ დვორაკი და პიოტრ პაპლიცკი (დასავლეთ პომერანის შჩეცინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, პოლონეთი).
უცხოელი პროფესორები ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, შეხვდნენ ფაკულტეტის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს. ჩვენი ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორებმა მიხეილ ჩიხრაძემ, შორენა დეკანოსიძემ და სპეციალისტებმა ეკა მეგრელიშვილმა სტუმრებს დაათვალიერებინეს ჩვენს უნივერსიტეტში არსებული შახტა ლაბორატორია და არქეოლოგიის მუზეუმი.
პროფესორი პაველ დვორაკმა და პიოტრ პაპლიცკმა წარმოადგინეს საკუთარი უნივერსიტეტი და ფაკულტეტის პრიორიტეტული კვლევითი მიმართულებები. მათ ასევე წაიკითხეს სალექციო კურსი კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებთან.
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის კვლევითი მიმართულებების შესახებ მოხსენება გააკეთა დეკანის მოადგილემ ლილი პეტრიაშვილმა.
პოლონეთის დასავლეთ პომერანის შჩეცინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, პროფესორებთან შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის საკითხები.
„საუბარი შეეხებოდა აკადემიურ და სამეცნიერო კვლევით თანამშრომლობას, ერთობლივ ორდიპლომიან საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას და ერთობლივ სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობას. უცხოელ კოლეგებთან ერთად ასევე დაიგეგმა სტუდენტთა და თანამშრომელთა გაცვლით პროგრამებში და მობილობაში უფრო მეტად ჩართვა“, აცხადებს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ლომინაძე“.
ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტი - „Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის კვირეულის ფარგლებში 2023 წლის 23-27 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვიენ თურქი პროფესორი ჰაკან ატეში (გაზის უნივერსიტეტი, ანკარა) და პოლონელი ასისტენტ პროფესორი იოლანტა ბარანი (სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ზაბრჟე). უცხოელი პროფესორები ესტუმრენ ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტს და შეხვდნენ ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს. პროფ. ჰაკან ატეშმა და პროფ. იოლანტა ბარანმა წარმოადგინეს საკუთარი უნივერსიტეტები და თავიანთი ფაკულტეტების პრიორიტეტული კვლევითი მიმართულებები. მათ ასევე წაიკითხეს სალექციო კურსი ფაკულტეტის მასალათმცოდნეობისა და გარემოსდაცვითი ინჟინერიის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის.
ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის კვლევითი მიმართულებების შესახებ მოხსენება გააკეთა ფაკულტეტის ასოც. პროფ. თამარ ლოლაძემ.
სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და ღაზის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და პროფესორ-მასწავლებლების შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის საკითხები.
„ჩვენ ვისაუბრეთ აკადემიურ და სამეცნიერო თანამშრომლობაზე, ახალ პროგრამებსა და ერთობლივ სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობაზე, ეს არის სასწავლო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი. ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი გეგმავს უცხოელ კოლეგებთან ერთად კვლევების ჩატარებას. იგეგმება სტუდენტთა და თანამშრომელთა გაცვლით პროგრამებში და მობილობაში უფრო მეტად ჩართვა“, - აცხადებს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი ლიანა თარგამაძე.“
ენერგეტიკის ფაკულტეტი - „Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის კვირეულის ფარგლებში, პოლონელი ასისტენტ პროფესორი ოლექსეი და დოქტორი ალექსეი ლუბლინის უნივერსიტეტიდან, ეწვივნენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს 2023 წლის 23-დან 27 ოქტომბრამდე. გამორჩეულმა სტუმრებმა წარმოადგინეს თავიანთი შესაბამისი უნივერსიტეტი და განიხილეს მათი ფაკულტეტების პირველადი კვლევის სფეროები. მათ ისაუბრეს ენერგიის ხარისხზე და ელექტრომობილების ზემოქმედებაზე ელექტრო ქსელზე.
შეხვედრა გაიმართა ენერგეტიკის ფაკულტეტზე, სადაც ასისტენტ-პროფესორმა ოლექსეიმ და დოქტორ ალექსეიმ წარმოადგინეს ინფორმაცია შესაბამისი უნივერსიტეტებისა და ფაკულტეტებისა და იქ მიმდინარე კვლევების შესახებ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ლუბლინის უნივერსიტეტის ფაკულტეტის ლიდერებისა და პროფესორების შეკრებამ საშუალება მისცა მსჯელობას პოტენციური თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ. მათ განიხილეს აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის, ახალ პროგრამებში მონაწილეობისა და ერთობლივი კვლევითი გრანტების შესაძლებლობები. ეს თანამშრომლობა ხსნის კარებს ფართო კვლევითი პროექტებისთვის ჩვენს საერთაშორისო კოლეგებთან და სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლისა და მობილობის პროგრამებში ჩართულობის გაფართოებისთვის.“
საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ორგანიზებით, Erasmus+ საერთაშორისო დღეების აღსანიშნავად ორგანიზებული აქტივობების ფარგლებში უცხოელმა კოლეგებმა, ასევე, დაათვალიერეს სამშენებლო ფაკულტეტის პოპულარული ლაბორატორიები. სტუმრებს პოლონური და თურქული უნივერსიტეტებიდან შესაძლებლობა მიეცათ, უფრო ახლოს გაცნობოდნენ საქართველოს, ტექნიკურ უნივერსიტეტს, უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო - სამეცნიერო საქმიანობასა და მიღწევებს, ასევე, დაეთვალიერებინათ თბილისისა და მცხეთის ღირსშესანიშნაობები და გაცნობოდნენ ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს.