მიმდინარე კონკურსები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (განმეორებითი კონკურსი)

17/11/2023

ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Lublin University of Technology – LUT) (ლუბლინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს განმეორებით კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლისთვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური / ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 21.11.2023.

ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 22 ნოემბრამდე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 24 ნოემბრამდე.


ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის, ნომინირებული კანდიდატის მიერ მიმღები უნივერსიტეტისთვის წარსადგენი სააპლიკაციო ფორმა და მობილობის ხელშეკრულება, იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით დარჩენილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 2 აკადემიური ან ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. კოორდინატორის რეკომენდაციით, სასურველია მობილობის განხორციელება 2024 წლის 20-24 მაისს ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში დაგეგმილ საერთაშორისო კვირეულში.

მიზნობრივი ჯგუფი: სპორტი და სპორტული დეპარტამენტის თანამშრომელი, რომლის საქმიანობა უკავშირდება სპორტული შეჯიბრებების, სხვადასხვა სპორტული ღონისძიების, მათ შორის, ვორქშოპების, სასწავლო კლასების ორგანიზებას/მათში მონაწილეობას.