ასის გეორგე ასაკის ტექნიკური უნივერსიტეტი (Gheorghe Asachi Technical University of Iaşi) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს განმეორებით კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლისათვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 21.11.2023.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 22 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 24 ნოემბრამდე.
იასის გეორგე ასაკის ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია Erasmus+ პროექტების განხორციელებაში ჩართული 1 ადმინისტრაციული ან აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან იასის გეორგე ასაკის ტექნიკურ უნივერსიტეტში. კოორდინატორის რეკომენდაციით, სასურველია მობილობის განხორციელება მიმდინარე წლის ოქტომბერში.
მიმართულებები: სამშენებლო, გარემოს დაცვა.