მიმდინარე კონკურსები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ესტერჰაზი კაროის სახელობის კათოლიკურ უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი

17/11/2023

ესტერჰაზი კაროის სახელობის კათოლიკური უნივერსიტეტი (Eszterházy Károly Catholic University - EKCU) (ეგერი, უნგრეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA 171 Project Call 2022 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ადმინისტრაციული პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 21.11.2023.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 24 ნოემბრამდე.

ესტერჰაზი კაროის სახელობის კათოლიკურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ესტერჰაზი კაროის სახელობის კათოლიკურ უნივერსიტეტში სამი ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა, რომელთა საქმიანობა უკავშირდება უშუალოდ Erasmus+ გაცვლით პროექტების მომზადებას, მათ იმპლემენტაციას, დისემინაციასა და მიღებული შედეგების ანგარიშგების წარდგენას პროექტის კოორდინატორისთვის. კანდიდატების შერჩევას განსაზღვრავს კოორდინატორი უნივერსიტეტი. კოორდინატორის რეკომენდაციით სასურველია, რომ მობილობა განხორციელდეს მიმდინარე სემესტრში.

მიზნობრივი ჯგუფი: საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი.