მიმდინარე კონკურსები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა აფიონის კოჩატეპე უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი

08/11/2023

აფიონის კოჩატეპე უნივერსიტეტი (Afyon Kocatepe University - AKU) (აფიონკარაჰისარი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საბუთების მიღების ბოლო ვადა: 16.11.2023.

ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 20 ნოემბრამდე.

აფიონის კოჩატეპე უნივერსიტეტში სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის პერიოდი - 2023 წლის 23 ნოემბერი - 6 დეკემბერი.

შერჩევის პროცედურას სრულად წარმართავს კოორდინატორი უნივერსიტეტი.

დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია საერთაშორისო სტუდენტებისთვის იხილეთ აქ.

აფიონის კოჩატეპე უნივერსიტეტის დეტალური ინფორმაცია სააპლიკაციო პროცედურებთან დაკავშირებით იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის და/ან მაგისტრატურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან აფიონის კოჩატეპე უნივერსიტეტში.

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის სავალდებულო მინიმალური GPA 2.20-ია, მაგისტრანტებისთვის - 2,50.

მიმართულებები:

ბიზნესის ადმინისტრირება - ბაკალავრიატი, მაგისტრატურა;

ეკონომიკა, მექანიკის ინჟინერია - ბაკალავრიატი.