მიმდინარე კონკურსები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი

07/11/2023

ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (Wrocław University of Science and Technology - WUST) (ვროცლავი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური/ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 14.11.2023.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 16 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 17 ნოემბრამდე.

ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით მეტი პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის, კოორდინატორი უნივერსიტეტისთვის შესავსები სააპლიკაციო ფორმა და მობილობის ხელშეკრულება იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 3 აკადემიური/ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. კოორდინატორის რეკომენდაციით, სასურველია შერჩეულმა კანდიდატმა მობილობა განახორციელოს 2024 წლის გაზაფხულზე (აპრილი) ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დაგეგმილ საერთაშორისო კვირეულში.

მობილობის მსურველმა თანამშრომელმა წინასწარ უნდა შეათანხმოს სამუშაო გეგმა (მობილობის ხელშეკრულება) პოლონეთის უნივერსიტეტში მასპინძელ კოლეგებთან, თავისი ადმინისტრაციული საქმიანობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულიდან (ადმინისტრაციული პერსონალის შემთხვევაში) ან მასპინძელი კოლეგისგან, თავისი აკადემიური საქმიანობის შესაბამისი დეპარტამენტიდან (აკადემიური პერსონალის შემთხვევაში).

აკადემიური მიმართულება: არქიტექტურა, სამშენებლო, ქიმია, ელექტრონიკა, ელექტროინჟინერია, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, სამთო, გეოლოგია, გარემოსდაცვა, მანქანათმშენებლობა, ენერგეტიკა, მათემატიკა, ტექნოლოგიები.