ესტერჰაზი კაროის სახელობის კათოლიკური უნივერსიტეტი (Eszterházy Károly Catholic University - EKCU) (ეგერი, უნგრეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლისთვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური თანამშრომლებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 11.11.2023.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 14 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 17 ნოემბრამდე.
ესტერჰაზი კაროის სახელობის კათოლიკურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 3 აკადემიური თანამშრომლის მობილობა ესტერჰაზი კაროის სახელობის კათოლიკურ უნივერსიტეტში.
მიმართულებები: აგროკულტურა, მეღვინეობა, მევენახეობა, კომპიუტერული მეცნიერებები.