მიმდინარე კონკურსები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ლოძის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი

01/11/2023

ლოძის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Lodz University of Technology – TUL) (ლოძი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 11.11.2023.

ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 14 ნოემბრამდე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 17 ნოემბრამდე.

სასწავლო კურსების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.

დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია საერთაშორისო სტუდენტებისთვის იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის 2 სტუდენტის 3-თვიანი მობილობა სტაჟირების მიზნით (კვლევითი და განვითარების პროექტებში მონაწილეობა) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ლოძის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში.

მიმართულებები: ქიმია, ტექნოლოგიები, ნანოტექნოლოგიები, მასალათმცოდნეობა.