მიმდინარე კონკურსები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ილდიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი

25/10/2023

ილდიზის ტექნიკური უნივერსიტეტი (Yildiz Technical University - YTU) (სტამბოლი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 11.11.2023.

ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 14 ნოემბრამდე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 17 ნოემბრამდე.

ილდიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის, საინფორმაციო ცნობარი, იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ილდიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში.

მიმართულებები: ბიზნესადმინისტრირება, ბიოსამედიცინო ინჟინერია, ელექტრონიკა, ტელეკომუნიკაცია.