გრანადის უნივერსიტეტი (University of Granada - UGR) (გრანადა, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლისათვის.
შერჩევის პროცედურა:
ადმინისტრაციული/აკადემიურიპერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 05.11.2023.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 10 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 20 ნოემბრამდე.
ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის გრანადის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით უფრო დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 ადმინისტრაციული ან აკადემიური პერსონალის მობილობა გრანადის უნივერსიტეტში.
კოორდინატორის რეკომენდაციით, ადმინისტრაციული პერსონალისთვის სასურველია მონაწილეობის მიღება პერსონალის ტრეინინგის ან მკვლევრის განვითარების საერთაშორისო კვირეულებში. მიმდინარე სასწავლო წელს საერთაშორისო კვირეულების შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, პროგრამა და თარიღები დაზუსტებისთანავე განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე. მობილობის მსურველმა ადმინისტრაციულმა თანამშრომელმა წინასწარ უნდა შეათანხმოს სამუშაო გეგმა გრანადის უნივერსიტეტში მასპინძელ კოლეგებთან, თავისი ადმინისტრაციული საქმიანობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულიდან.
აკადემიური თანამშრომლის მობილობის განსახორციელებლად აუცილებელია, წარმოდგენილი იქნას წინასწარი მიღების წერილი (Pre-Acceptance Letter) გრანადის უნივერსიტეტში მასპინძელი კოლეგისგან, თავისი აკადემიური საქმიანობის შესაბამისი დეპარტამენტიდან. საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი და შესაბამისი პროცედურები მოცემულია ვებგვერდზე.
მიმართულებები: აკადემიური მიმართულებები იხილეთ აქ.