ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (Wrocław University of Science and Technology - WUST) (ვროცლავი, პოლონეთი) 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.10.2023.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 10 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 20 ნოემბრამდე.
ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით მეტი პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის 5-თვიანი მობილობა ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.
მიმართულებები:
ბაკალავრიატი - ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ტელეკომუნიკაცია, მენეჯმენტი, მანქანათმშენებლობა, ტექნოლოგიები, ელექტრონიკა, მიკროსისტემები, ფოტოელექტრონიკა
მაგიტრატურა - სამშენებლო, არქიტექტურა, ქალაქგეგმარება, ქიმია, ბიოქიმია, ინჟინერია, ელექტრონიკა და ავტომატიკა, ელექტრობა და ენერგეტიკა, სამთო, მექანიკა და ლითონდამუშავება, მათემატიკა და სტატისტიკა, ბიზნესადმინისტრირება, მენეჯმენტი და ადმინისტრირება, გარემოსდაცვა.