Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ფათიჰ სულთან მეჰმედის ფონდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი
27/09/2023
ფათიჰ სულთან მეჰმედის ფონდის უნივერსიტეტი (Fatih Sultan Mehmet Vakıf University - FSMVU) (სტამბოლი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა: ადმინისტრაციული პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 05.11.2023.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 20 ნოემბრამდე.
ფათიჰ სულთან მეჰმედის ფონდის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ფათიჰ სულთან მეჰმედის ფონდის უნივერსიტეტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა. კოორდინატორის მითითებით, ადმინისტრაციული პერსონალისთვის განსაზღვრულია საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომლის მობილობა, რომლის საქმიანობა უშუალოდ უკავშირდება უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროექტების მომზადებასა და განხორციელებას.
მიზნობრივი ჯგუფი: საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.