მიმდინარე კონკურსები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა იასის გეორგე ასაკის ტექნიკურ უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წელი

27/09/2023 იასის გეორგე ასაკის ტექნიკური უნივერსიტეტი (Gheorghe Asachi Technical University of Iaşi) (იასი, რუმინეთი)  ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლისათვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 04.10.2023.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 6 ოქტომბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 10 ოქტომბრამდე.

იასის გეორგე ასაკის ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია Erasmus+ პროექტების განხორციელებაში ჩართული 1 ადმინისტრაციული ან აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან იასის გეორგე ასაკის ტექნიკურ უნივერსიტეტში. კოორდინატორის რეკომენდაციით, სასურველია მობილობის განხორციელება მიმდინარე წლის ოქტომბერში.

მიმართულებები: სამშენებლო, გარემოს დაცვა.