მიმდინარე კონკურსები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ნისის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი

27/09/2023

ნისის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (University of Applied Sciences in Nysa - UAS in Nysa) (ნისა, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II  სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.10.2023.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 10 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 20 ნოემბრამდე.


ნისის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის, მიმღებ უნივერსიტეტში წარსადგენი დოკუმენტების ფორმები, იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის 5-თვიანი მობილობა ნისის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში. სტუდენტი ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს და გაიაროს 1 კურსი (4 ECTS) საერთაშორისო საზაფხულო პროგრამაში, რომელიც 2024 წლის 1-14 ივლისს გაიმართება.

მიმართულებები: ინჟინერია, ბიზნესადმინისტრირება, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, არქიტექტურა, სამშენებლო.