ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი
27/09/2023
რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტი (INSA Rennes) (რენი, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
მაგისტრატურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.10.2023.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 10 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 20 ნოემბრამდე.
სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში სააპლიკაციო განაცხადების წარმოდგენისას სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს სამუშაო პროგრამა, რომელიც წინასწარ შეთანხმებული იქნება მიმღები უნივერსიტეტის პროფესორ მირეი დუკასთან (Mireille Ducasse).
პროფ. დუკას ელ.ფოსტა: Mireille.Ducasse@insa-rennes.fr
რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის ხუთთვიანი (2024 წლის იანვარ-მაისი) მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში.
მიმართულება: კომპიუტერული მეცნიერებები.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.