პროგრამები 2009წ

 
1. ვისეგრადის საერთაშორისო ფონდი (International Visegrad Fund) აცხადებს სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიათა პროგრამებს. 
განაცხადის ჩაბარების ბოლო ვადა: 31.01.10. 
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ: 
http://scholarships.visegradfund.org/
http://www.artist.visegradfund.org/scholarships.html 

2. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა აცხადებს 2010-2011 გლობალურ სტუდენტურ გაცვლით პროგრამას.
გლობალური UGRAD პროგრამა წარმოადგენს წარმოადგენს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს პროგრამას და მას ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX).
ანკეტის ჩაბარების ბოლო ვადაა 2009 წლის 7 დეკემბერი.
გლობალური სტუდენტური გაცვლითი პროგრამის ანკეტის მიღება და ჩაბარება შესაძლებელია საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) ოფისში.
დეტალური ინფორმაციისათვის და ასევე, სააპლიკაციო ფორმების მისაღებად იხილეთ:
www.irex.org
www.irex.ge. 

3. საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო იწვევს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ჩეხეთის რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებში  2010/2011 სასწავლო წელს სწავლის გაგრძელების მიზნით  მონაწილეობა მიიღონ სამთავრობო სტიპენდიის მოსაპოვებელ კონკურსში. 
ანკეტები და დეტალური ინფორმაცია სტიპენდიის მოპოვების თაობაზე მოცემულია საიტზე: http://msmt.cz/international-cooperation/government-scholarships-developing-countries.
შევსებული ანკეტები და დამატებითი დოკუმენტები საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს უნდა წარედგინოს 2009 წლის 10 დეკემბრამდე.  

4. საფრანგეთის საელჩო საქართველოში აცხადებს  სასწავლო სტიპენდიების კონკურსს. კონკურსში გამარჯვებულებს საშუალება ეძლევათ სწავლა განაგრძონ საფრანგეთის უმაღლეს სასწავლებელში სამართლის, ფრანგული ენისა და ლიტერატურის, პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების, ეკონომიკის, ბიზნესის, მართვის, საერთაშორისო ურთიერთობების, არქეოლოგიის, მეღვინეობის ან ინფორმატიკის მე-2 ან მე-3 ციკლზე.
საბუთები მიიღება საქართველოში საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლობისა და კულტურული ღონისძიებების სამსახურში 2009 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით.
საკონტაქტო პირი – ნინო ლორთქიფანიძე, ტელ: 98 78 23 ან 92 22 69. 

5. DAAD - გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის აცხადებს სტიპენდიების კონკურსს ქართველი სტუდენტების, დოქტორანტების, მეცნიერებისა და ხელოვანებისათვის 2010/2011 წწ.
დაწვრილებითი ინფორმაცია DAAD-ს სტიპენდიების შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე : http://ic.daad.de/tbilissi  

6. ფერრარას უნივერსიტეტი აცხადებს სადოქტორო პროგრამას უცხოელი სტუდენტებისთვის.
დედლაინი : 2009 წლის 13 ივლისი.
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ :
http://www.unife.it/formazione-postlaurea/dottorati/dottorati-ricerca .
http://studiare.unife.it 

7. ბულგარეთის მანქანათმშენებელთა სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოების ორგანიზებით 2010 წლის 26-28 მაისს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ჩატარდება VII საერთაშორისო კონგრესი “მანქანები, ტექნოლოგიები, მასალები’10”. კონგრესის თემას წარმოადგენს “ინოვაციური გადაწყვეტილებები პროდუქციისა და პროცესის განვითარების მიზნით”.
კონგრესთან ერთად მოეწყობა მანქანათმშენებლობის გამოფენაც MachTech’10. ერთობლივად ჩატრებული ორივე ღონისძიების საფუძველზე შეიქმნება ინდუსტრიული ფორუმი სახელწოდებით: ”მანქანები, ტექნოლოგიები, მასალები-ინოვაციები მრეწველობისთვის”.
კონგრესში მონაწილეობის მსურველებმა მიმართეთ დეტალური ინფორმაციისათვის:
Scientific-Technical Union of Mechanical Engineering
108 Rakovski str., 1000 Sofia, Bulgaria
tel./fax (+359 2) 986 22 40, tel. (+359 2) 987 72 90
nts-bg@mech-ing.com
www.mech-ing.com/mtm
Skype: NTSMashinostroene