ჩრდილოეთ მაკედონიის საერთაშორისო ბალკანეთის უნივერსიტეტი (International Balkan University), საინჟინრო ფაკულტეტის ორგანიზებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, მკვლევრებსა და სტუდენტებს იწვევს მე-6 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. კონფერენცია ,,გამოყენებითი მეცნიერებები, ინჟინერია, მათემატიკა და არქიტექტურა” (Applied Sciences, Engineering, Mathematics, and Architecture (ICASEMA 2027) 2027 წლის 7-9 აპრილს ქ. სკოპიეში (ჩრდილოეთ მაკედონია) პირისპირ ფორმატში ჩატარდება.
კონფერენციის ძირითადი მიმართულებებია: გამოყენებითი მეცნიერებები, ინჟინერია, მათემატიკა, არქიტექტურა.
მონაწილეობის ფორმები: ზეპირი მოხსენება (PowerPoint პრეზენტაცია); პოსტერ-მოხსენება (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის).
კონფერენციის ოფიციალური სამუშაო ენაა ინგლისური. მონაწილეობა უფასოა.
აბსტრაქტის წარდგენის ბოლო ვადაა 2027 წლის 15 იანვარი, სრული სამეცნიერო ნაშრომის წარდგენის ბოლო ვადა – 2027 წლის 20 მარტი.
სრული სამეცნიერო ნაშრომები გაივლის ორმაგად ბრმა რეცენზირების პროცესს. მიღებული ნაშრომები გამოქვეყნდება კონფერენციის შრომათა კრებულში (Conference Book of Proceedings).
დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ
ვებგვერდს.
საკონტაქტო ინფორმაცია:
icasema@ibu.edu.mk ,
arbresha.ibrahimi@ibu.edu.mk