აბაი მირზახმეტოვის სახ. ქოქშეთაუს უნივერსიტეტის აკადემიური მობილობის პროგრამა - 2026/27 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)
აბაი მირზახმეტოვის სახელობის ქოქშეთაუს უნივერსიტეტი (Kokshetau University named after A. Myrzakhmetov - AMKU) (ქოქშეთაუ, ყაზახეთი) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პედაგოგებს სთავაზობს აკადემიური მობილობის პროგრამას 2026/27 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრში. აკადემიური მობილობის პერიოდია 2027 წლის 18 იანვარი - 15 მაისი.
პროგრამა ფარავს შემდეგ ხარჯებს:
აკომოდაცია;
ტრანსფერი ასტანა - ქოქშეთაუ - ასტანა;
ანაზღაურება თვეში 800 დოლარი.
კანდიდატი უნდა ფლობდეს მინიმუმ PhD აკადემიურ ხარისხს.
აკადემიური მიმართულებები: საინფორმაციო სისტემები; საინფორმაციო ტექნოლოგიები; სამართალმცოდნეობა.
დაინტერესებულმა კანდიდატმა უნდა გააგზავნოს თავისი რეზიუმე (CV), მიღებული განათლების, სამეცნიერო ხარისხის, პროფესიული გამოცდილებისა და სამეცნიერო ინტერესების მითითებით, მიმდინარე წლის 1 დეკემბრის 18:00 საათამდე (ყაზახეთის დროით), ელ.ფოისტაზე: bolognaprocess11@gmail.com
საკონტაქტო პირი:
საბინა ასილბექი
საერთაშორისო ურთიერთობებისა და აკადემიური მობილობის დეპარტამენტი
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.