ტუშის უნივერსიტეტი (
University of Tuscia) (ვიტერბო, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებშიაცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ადმინისტრაციული / აკადემიური პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 03.12.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 07.12.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 10.12.26
ტუშის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობის განხორციელებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ
აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 3 თანამშრომლის მობილობა ტუშის უნივერსიტეტში, მათ შორის, 2 ადმინისტრაციული თანამშრომელი, რომელიც ჩართულია სტუ-ს დიზაინის საერთაშორისო სკოლაში იტალიური უნივერსიტეტის კოორდინირებით მიმდინარე ორმაგი სადიპლომო საბაკალავრო პროგრამის განხორციელებაში და 1 ადმინისტრაციული ან აკადემიური თანამშრომელი.
პროექტის კოორდინატორის მოთხოვნით, შერჩეულმა აპლიკანტმა მობილობა უნდა განახორციელოს და მონაწილეობა მიიღოს 2027 წლის 17-21 მაისს დაგეგმილ თანამშრომელთა VIII საერთაშორისო კვირეულში. ღონისძიებაში მონაწილეობის გადასახადია 120 ევრო. მობილობის მსურველს უნდა ჰქონდეს იტალიური ფისკალური კოდი.
მიზნობრივი ჯგუფი: დიზაინის საერთაშორისო სკოლაში ტუშის უნივერსიტეტის კოორდინირებით მიმდინარე ორმაგი სადიპლომო საბაკალავრო პროგრამის განხორციელებაში ჩართული 2 ადმინისტრაციული თანამშრომელი.
აკადემიური მიმართულება: საინჟინრო მიმართულებები.