Erasmus+ გაცვლითი პროგრამა რენის უნივერსიტეტში - 2026-27 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)

რენის უნივერსიტეტი (University of Rennes) (რენი, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებშიაცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 29.11.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 01.12.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 03.12.26

რენის უნივერსიტეტის ENSSAT (Graduate School of Applied Sciences and Technology) გამოყენებით მეცნიერებათა და ტექნოლოგიების სკოლაში (ლანიონი) მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის, ინგლისურენოვანი კურსები იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მაგისტრატურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ENSSAT გამოყენებით მეცნიერებათა და ტექნოლოგიების სკოლაში. სასურველია, აპლიკანტმა იცოდეს ფრანგული ენა
 
მიმართულება: კომპიუტერული მეცნიერებები.

რენის უნივერსიტეტის ESIR (Graduate School of Engineering) საინჟინრო სკოლაში (რენი) მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მაგისტრატურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ESIR საინჟინრო სკოლაში. სასურველია, აპლიკანტმა იცოდეს ფრანგული ენა.
 
მიმართულება: კომპიუტერული მეცნიერებები, საინფორმაციო სისტემები, მასალათმცოდნეობა, ბიოსამედიცინო ინჟინერია.
18/11/2026

სიახლეებში დაბრუნება