Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ფოჯის უნივერსიტეტში – 2026-27 აკადემიური წლის II სემესტრი (განმეორებითი კონკურსი სტუდენტებისთვის)

ფოჯის უნივერსიტეტი (University of Foggia – UNIFG) (ფოჯა, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 18.11.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 24.11.26

  ფოჯის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის, სასწავლო კურსები, იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ფოჯის უნივერსიტეტში.

მიმართულება: ეკონომიკა, სამართალმცოდნეობა, ჰუმანიტარული, სოციალური და აგრარული მეცნიერებები.

05/11/2026

სიახლეებში დაბრუნება