WSB-NLU აკადემია - სამეცნიერო კონფერენცია ბავშვთა ადრეული განვითარების მხარდაჭერის თემაზე

WSB-NLU აკადემია (Academy WSB-NLU) (ნოვი სონჩი, პოლონეთი), 2026 წლის 17-18 ნოემბერს მასპინძლობს სამეცნიერო კონფერენციას ბავშვთა ადრეული განვითარების მხარდაჭერის მიმართულებით.

ღონისძიება გააერთიანებს გამოცდილ მკვლევრებს, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, ფსიქოლოგებსა და პრაქტიკოსებს და შესაძლებლობას მისცემს მათ, განიხილონ ბავშვთა განვითარების, ადრეული დიაგნოსტიკის, განათლებისა და თერაპიის ინოვაციური მიდგომები.

საკონტაქტო პირი:
რუსუდან ძიაკოვიჩ-დიასამიძე (Rusudan Dziadkowiec Diasamidze)
ელ.ფოსტა: bwz@wsb-nlu.edu.pl

03/11/2026

სიახლეებში დაბრუნება