Erasmus+ გაცვლითი პროგრამა მურსიის კათოლიკურ უნივერსიტეტში - 2026-27 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)

მურსიის კათოლიკური უნივერსიტეტი (Universidad Católica de Murcia - UCAM) (მურსია, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 18.11.26 
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 24.11.26

დეტალური ინფორმაცია მურსიის კათოლიკურ  უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით, მათ შორის, საინფორმაციო ცნობარი, იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მურსიის კათოლიკურ უნივერსიტეტში. 

მიმართულება: ბიზნესადმინისტრირება, ფსიქოლოგია, ვეტერინარია.
31/10/2026

სიახლეებში დაბრუნება