კოიმბრის პოლიტექნიკური ინსტიტუტი - გლობალური მარკეტინგისა და ბიზნესის საერთაშორისო კონფერენცია GMBC 2027

2027 წლის 19-21 მაისს კოიმბრის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (კოიმბრა, პორტუგალია) გაიმართება გლობალური მარკეტინგისა და ბიზნესის საერთაშორისო კონფერენცია (GMBC 2027). 

ქართველ მკვლევრებს, უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალსა და დარგის პროფესიონალებს საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისა და სამეცნიერო ნაშრომების წარდგენის საშუალება ეძლევათ.

კონფერენცია ტარდება ჰიბრიდულ ფორმატში - მასში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ადგილზე დასწრებით, ისე ონლაინ. კონფერენციის ძირითადი მიმართულებებია გლობალური ბაზრები, ციფრული ტრანსფორმაცია, მდგრადი განვითარება, მომხმარებელთა ქცევა და ეკონომიკური განვითარება.

ნაშრომების
წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 31 დეკემბერი. ნაშრომები მიიღება სრული სამეცნიერო ნაშრომის, გაფართოებული რეზიუმეს, პოსტერისა და სპეციალური სესიის წინადადების ფორმატით. მიღებული და სათანადოდ რეგისტრირებული ინგლისურენოვანი ნაშრომები გამოქვეყნდება კონფერენციის შრომების კრებულში. ასევე, გათვალისწინებულია შერჩეული ნაშრომების სამეცნიერო ჟურნალებში წარდგენის შესაძლებლობა, შესაბამისი მოთხოვნებისა და რეცენზირების პროცედურების დაცვით.

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.

24/10/2026

სიახლეებში დაბრუნება