ერნსტ მახის საგრანტო პროგრამა

კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Krems University of Applied Sciences - IMC Krems) აცხადებს ერნსტ მახის საგრანტო პროგრამას გაცვლითი სტუდენტებისთვის 2027-28 სასწავლო წლისთვის (Fachhochschule/Hochschule für Angewandte Wissenschaften).

ავსტრიის მეცნიერებისა და კვლევის სამინისტროს გრანტები განკუთვნილია არაევროპული ქვეყნების მოქალაქე სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ მობილობა 4-10 თვის ვადით, 2027 წლის შემოდგომასა და 2028 წლის გაზაფხულზე.

ყოველთვიური სტიპენდიაა 1,300 ევრო. მაქსიმალური ასაკი - 35 წელი (აპლიკანტი უნდა იყოს დაბადებული 1991 წლის 1-ლი ოქტომბერს ან შემდეგ).

საბოლოო შერჩევას ახორციელებს შესაბამისი დამფინანსებელი ორგანიზაცია და გადაწყვეტილება არ არის IMC Krems-ის პასუხისმგებლობაში. სტიპენდიის მისაღებად კანდიდატმა განაცხადის წარდგენამდე უნდა მოიპოვოს კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის მიერ გაცემული დასტურის წერილი (Letter of Acceptance), გაცვლითი სტუდენტის ან free mover-ის სტატუსის მითითებით. ასევე, იგი ნომინირებული უნდა იყოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან.

განაცხადის ბოლო ვადაა 2027 წლის 1-ლი თებერვალი, თუმცა მონაწილეობის მსურველებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში სააპლიკაციო პაკეტი უნდა წარმოადგინონ 2026 წლის 23 ოქტომბრამდე. ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 27 ოქტომბერს, გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან - 30 ოქტომბერს.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია შემდეგი მიმართულებებით: საბუნებისმეტყველო, ტექნიკური, აგრარული და სოციალური მეცნიერებები.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად აუცილებლად ეწვიეთ ვებგვერდებს:
https://oead.at/en/study-research-teaching/overview-grants-and-scholarships/ernst-mach-grant ;
https://oead.at/en/study-research-teaching/overview-grants-and-scholarships/ernst-mach-grant/faq-
ernst-mach-grant-fachhochschule
https://grants.at/en/

 საკონტაქტო ინფორმაცია:
erasmusplus@gtu.ge
07/10/2026

სიახლეებში დაბრუნება