Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ტულუზის ეროვნულ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში - 2026-27 აკადემიური წელი (თანამშრომლებისთვის)

ტულუზის ეროვნული პოლიტექნიკური ინსტიტუტი (National Polytechnic Institute of Toulouse - Toulouse INP) (ტულუზა, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლისთვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 23.10.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 27.10.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 30.10.26

ტულუზის ეროვნულ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით უფრო დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ტულუზის ეროვნული პოლიტექნიკური ინტიტუტის საინჟინრო სკოლაში Toulouse INP-ENSEEIHT 2 აკადემიური თანამშრომლის მობილობა, მათგან, კოორდინატორის მითითებით, 1 აკადემიური მობილობა უნდა განხორციელდეს პერიოდში: 19.10.26 - 11.12.26.

აღიშნული 2-თვიანი მობილობისთვის განიხილება შემდეგი ვადები:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 30.09.26 
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 02.10.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 08.10.26

მიმართულება: ტელეკომუნიკაცია, ბიოსამედიცინო ინჟინერია.
21/09/2026

სიახლეებში დაბრუნება