ყოველკვირეული კონსულტაციები Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის (II, III)

2026-2027 სასწავლო წლის I სემესტრში Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით მორიგი საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ჩატარდება ორშაბათს, 14 სექტემბერს.

მეორე კონსულტაცია თანამშრომლებისა და  სტუდენტებისთვის ჩატარდება 12:00 საათზე, ხოლო მესამე კონსულტაცია სტუ-ს უცხოურენოვანი სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ჩატარდება 14:00 საათზე, ინგლისურ ენაზე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, გაეცნონ Erasmus+ გაცვლით პროგრამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის Erasmus+ ვებგვერდზე.

დაინტერესებული პირები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას გაცვლითი პროექტის, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ, ასევე, კონკურსის ჩატარების წესთან დაკავშირებით.

კონსულტაციები ჩატარდება სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში: სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი (კოსტავას ქ. 77), II სართული, ოთახი №219.
13/09/2026

სიახლეებში დაბრუნება