Erasmus+ გაცვლითი პროგრამა კლუჟ-ნაპოკის ტექნიკურ უნივერსიტეტში - 2026-27 აკადემიური წელი (სტუდენტებისთვის)

კლუჟ-ნაპოკის ტექნიკური უნივერსიტეტი (Technical University of Cluj-Napoca - TUCN) (კლუჟ-ნაპოკა, რუმინეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 30.09.26 
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 02.10.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 08.10.26

კლუჟ-ნაპოკის ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით პრაქტიკული ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა სტაჟირების მიზნით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან კლუჟ-ნაპოკის ტექნიკურ უნივერსიტეტში, მინიმუმ 2 თვის ხანგრძლივობით.

მიმართულებები: ბიოსამედიცინო ინჟინერია, მექატრონიკა და მანქანათმშენებლობა.
10/09/2026

სიახლეებში დაბრუნება