Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ტუშის უნივერსიტეტში - 2026-27 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)

ტუშის უნივერსიტეტი (University of Tuscia) (ვიტერბო, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 23.10.26 
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 27.10.26 
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 30.10.26

დეტალური ინფორმაცია ტუშის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საფეხურის 4 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ტუშის უნივერსიტეტში. 

მიმართულება: ლანდშაფტის დიზაინი, აგრარული, ინჟინერია.

07/09/2026

სიახლეებში დაბრუნება