ლეობენის ტექნიკური უნივერსიტეტი (
Montanuniversität Leoben) (ლეობენი, ავსტრია) განმეორებით აცხადებს კონკურსს MULgrains სტიპენდიების პროგრამაზე, 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 10.06.26, 18:00 სთ.
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 11.06.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 12.06.26
სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა ლეობენის ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2 თვით.
პროგრამა ითვალისწინებს სრულ სტიპენდიას 2479 ევროს ოდენობით, საცხოვრებელ ხარჯებს, კვებას - ყოველთვიური ვაუჩერი 60 ევროს ოდენობით.
სტუდენტი ვალდებულია წარმატებით გაიაროს შესაბამისი აკადემიური პროგრამა. რომელიც მოიცავს მინიმუმ 20 ECTS კრედიტის შესრულებას.
ინგლისურენოვანი სასწავლო კურსები იხილეთ
აქ.
მიმართულება: საინჟინრო მიმართულებები.
კონტაქტისთვის:
პროფ. გიორგი ხეცურიანი,
ელ.ფოსტა:
g.khetsuriani.gtu@gmail.com