Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ერზინჯანის ბინალი ილდირიმის უნივერსიტეტში - 2026-27 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)

ერზინჯანის ბინალი ილდირიმის უნივერსიტეტი (Erzincan Binali Yıldırım University - EBYU) (ერზინჯანი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა: 

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 25.05.26 
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 27.05.26 
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 29.05.26

ერზინჯანის ბინალი ილდირიმის  უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა ერზინჯანის ბინალი ილდირიმის უნივერსიტეტში.

მიმართულება: მშენებლობა, არქიტექტურა, დიზაინი, პოლიტიკური მეცნიერებები, მანქანათმშენებლობა.

15/05/2026

სიახლეებში დაბრუნება