Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ტუშის უნივერსიტეტში - 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)

ტუშის უნივერსიტეტი (University of Tuscia) (ვიტერბო, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა: 

ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 25.05.2026
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 27.05.2026
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 29.05.2026 

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 4 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ტუშის უნივერსიტეტში. ტუშის უნივერსიტეტში იგეგმება შეხვედრები ორმაგ სადიპლომო პროგრამებთან დაკავშირებით (ინჟინერიის მიმართულებით). მობილობის მსურველს უნდა ჰქონდეს იტალიური ფისკალური კოდი. შერჩეულმა კანდიდატმა ინდივიდუალური მობილობა უნდა განახორციელოს ივლისამდე. 

მიმართულება: საინჟინრო მიმართულებები.

15/05/2026

სიახლეებში დაბრუნება