ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი - საზაფხულო სკოლა

ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი (Vytautas Magnus University - VMU) (კაუნასი, ლიეტუვა) აცხადებს საზაფხულო სკოლის (VMU Summer School 2026) განახლებულ პროგრამას. საზაფხულო კურსები ჩატარდება 22 ივნისიდან 20 ივლისამდე კაუნასსა და ვილნიუსში. 

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, აირჩიონ 10 სხვადასხვა მიმართულების კურსი კულტურის, განათლების, ტექნოლოგიების, ხელოვნებისა და სხვა სფეროებიდან. 

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები  მიიღებენ  ECTS კრედიტებსა და სერტიფიკატებს.

ვიზის საჭიროების მქონე აპლიკანტებისთვის სააპლიკაციო განაცხადების ატვირთვის ბოლო ვადაა 3 მაისი, 2026, ვიზის არმქონე აპლიკანტებისთვის - 31 მაისი, 2026.

დამატებითი ინფორმაციისთვის: bsu@vdu.lt
15/05/2026

სიახლეებში დაბრუნება