მილანის უნივერსიტეტი - საერთაშორისო ტრეინინგკურსი იტალიური ენის მასწავლებლებისთვის

მილანის უნივერსიტეტის ენის ცენტრი SLAM (Università degli Studi di Milano) (მილანი, იტალია) 2026 წლის 30 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით გეგმავს იტალიური ენის მასწავლებლებისთვის განკუთვნილ IV საერთაშორისო ტრეინინგკურსს. პროგრამა გაიმართება გარნიანოში (იტალია), გარდას ტბაზე მდებარე Palazzo Feltrinelli-ის საუნივერსიტეტო კამპუსში.

კურსი განკუთვნილია იტალიური ენის, როგორც უცხო/მეორე ენის, მასწავლებლებისთვის, რომლებიც საქმიანობენ უნივერსიტეტებში, იტალიურ კულტურულ ინსტიტუტებში ან სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში. უპირატესობა მიენიჭებათ საზღვარგარეთ მომუშავე მასწავლებლებს. პროგრამა შესაძლებელია აღიარებულ იქნას Erasmus+ Training Week-ის ფარგლებში.

მონაწილეობის საფასური მოიცავს 25-საათიან სასწავლო კურსს, სასწავლო მასალას, საცხოვრებელს სრული კვებით, კულტურულ აქტივობას, დაზღვევასა და სასწავლო მასალებს.

განაცხადების მიღება მიმდინარეობს 2026 წლის 5 მაისის 12:00 საათამდე (იტალიის დროით). 

დეტალური ინფორმაცია და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ აქ.

11/05/2026

სიახლეებში დაბრუნება