ყოველკვირეული კონსულტაციები Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის (XXXI, XXXII)

2025-2026 სასწავლო წლის II სემესტრში Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით რიგით ოცდამეთერთმეტე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ჩატარდება ორშაბათს, 11 მაისს, 11:00 საათზე, ხოლო ოცდამეთორმეტე კონსულტაცია სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ინგლისურ ენაზე ჩატარდება - 15:00 საათზე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, გაეცნონ Erasmus+ გაცვლით პროგრამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის Erasmus+ ვებგვერდზე.

დაინტერესებული პირები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას გაცვლითი პროექტის, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ, ასევე, კონკურსის ჩატარების წესთან დაკავშირებით.

კონსულტაციები ჩატარდება სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში: სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი (კოსტავას ქ. 77), II სართული, ოთახი №219.
10/05/2026

სიახლეებში დაბრუნება