Erasmus+ გაცვლითი პროგრამა უშაკის უნივერსიტეტში - 2026-27 აკადემიური წლის I სემესტრი (კონკურსი სტუდენტებისთვის ცხადდება მესამედ)

უშაკის უნივერსიტეტი (Uşak University- UU) (უშაკი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მესამედ აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 14.05.26 
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 20.05.26 
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 22.05.26

უშაკის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით მეტი პრაქტიკული ინფორმაცია, მათ შორის, საორიენტაციო გზამკვლევი სტუდენტებისთვის, იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბაკალავრიატის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა უშაკის უნივერსიტეტში.

მიმართულება: ეკონომიკა, ბიზნესი, არქიტექტურა და ინჟინერია.
03/05/2026

სიახლეებში დაბრუნება