Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ზაგრების უნივერსიტეტში - 2026-27 აკადემიური წლის I სემესტრი (კონკურსი სტუდენტებისთვის ცხადდება მესამედ)

ზაგრების უნივერსიტეტი (University of Zagreb - UNIZG) (ზაგრები, ხორვატია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით, მესამედ აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა: 

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 07.05.26 
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 11.05.26 
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 13.05.26

ზაგრების უნივერსიტეტის სამთო, გეოლოგიისა და ნავთობის ინჟინერიის ფაკულტეტზე მობილობასთან დაკავშირებული სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის, ინფორმაცია სასწავლო კურსის შესახებ, იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ზაგრების უნივერსიტეტის სამთო, გეოლოგიისა და ნავთობის ინჟინერიის ფაკულტეტზე ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა ან დოქტორანტურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა, 5-5 თვით.

მიმართულება: სამთო, გეოლოგია, ნავთობის ინჟინერია, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები.
03/05/2026

სიახლეებში დაბრუნება