Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ლაკვილის უნივერსიტეტში - 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (განმეორებითი კონკურსი თანამშრომლებისთვის)

ლ'აკვილის უნივერსიტეტი (University of L'Aquila – UNIVAQ) (ლაკვილა, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-26 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა

აკადემიური თანამშრომლებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 20.04.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 21.04.26 
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 22.04.26

ლ'აკვილის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 2 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან ლ'აკვილის უნივერსიტეტში. მობილობა უნდა განხორციელდეს 2026 წლის 31 ივლისამდე.

მიმართულება: მშენებლობა და არქიტექტურა, კომპიუტერული მეცნიერებები და მათემატიკა, ფიზიკა და ქიმია.
11/04/2026

სიახლეებში დაბრუნება