ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტში - 2026-27 აკადემიური წლის I სემესტრი (საერთაშორისო კვირეული თანამშრომლებისთვის)

სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტი (Sivas Cumhuriyet University) (სივასი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის

სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში საბუთების მიღების ბოლო ვადა: 20.04.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 24.04.26 
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 28.04.26

კონკურსში მომაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 19 აპრილიდან 3 მაისამდე პარალელურად უნდა გაიარონ ონლაინ სააპლიკაციო პროცედურა სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 აკადემიური და 1 ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტში. კოორდინატორი უნივერსიტეტის მოთხოვნით, შერჩეულმა აპლიკანტმა მობილობა უნდა განახორციელოს და მონაწილეობა უნდა მიიღოს მიმდინარე წლის 12-16 ოქტომბერს დაგეგმილ თანამშრომელთა VII საერთაშორისო კვირეულში.

აკადემიური მიმართულება: ინჟინერია, საბუნებისმეტყველო სპეციალობები, კომუნიკაცია, ეკონომიკა, ბიზნესადმინისტრირება, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი.
06/04/2026

სიახლეებში დაბრუნება