Erasmus+ გაცვლითი პროგრამა კორდობის უნივერსიტეტში - 2026-27 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)

კორდობის უნივერსიტეტი (University of Cordoba - UCO(კორდობა, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 20.04.26 
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 24.04.26 
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 28.04.26

კორდობის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის, ინგლისურენოვანი სასწავლო კურსები, იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის საფეხურის 1 სტუდენტის ხუთთვიანი მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან კორდობის უნივერსიტეტში.

მიმართულება: ენები, ბიზნესადმინისტრირება, სამართალი, ქიმია, ფიზიკა, ინფოსაკომუნიკაციო ტექნოლოგიები და მომიჯნავე ინტერდისციპლინარული პროგრამები, გარემოს დაცვა და მომიჯნავე ინტერდისციპლინარული პროგრამები, კვების ტექნოლოგია, ტურიზმი.
06/04/2026

სიახლეებში დაბრუნება