სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში საბუთების მიღების ბოლო ვადა: 24.03.26.
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 27.03.26
დისტანციური შეხვედრა (პროგრამის ვირტუალური კომპონენტი) ჩატარდება 2026 წლის 24 აპრილს MS Teams პლატფორმაზე, ხოლო პირისპირ შეხვედრები - 18-22 მაისს. პროექტი ითვალისწინებს მგზავრობის მხოლოდ ნაწილობრივ დაფინანსებას.
იასის გეორგე ასაკის ტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ საერთაშორისო მობილობისთვის პროექტის კოორდინატორის მიერ განსაზღვრულია 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტიდან, რომლის საქმიანობა უშუალოდ უკავშირდება უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობის პროექტების მომზადება-განხორციელებასთან დაკავშირებულ აქტივობებსა და შესაბამის რეპორტინგს.
მიზნობრივი ჯგუფი: საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი.